გლობალმედის პედიატრიული კლინიკა

გლობალმედის საერთაშორისო სტანდარტების პედიატრიული კლინიკა დაკომპლექტებულია საქართველოს საუკეთესო ექიმებით და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით

თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით და აპარატურით აღჭურვილი პედიატრიული კლინიკა დაკომპლექტებული საუკეთესო პროფესორებით და ექიმებით. კლინიკის ხელმძღვანელი - პროფესორი ქეთი ნემსაძე

კლინიკაში ფუნქციონირებს გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მისამართი: ვაკე, ყიფშიძის 3ბ, ტელ 2240303 ან 599557797.

კლინიკის კონცეფცია: უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.

რა არის განსხვავებული: კლინიკა მუშაობს მხოლოდ ევროპული და ამერიკული სტანდარტით. გამოკვლევა, დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მიცემა ხდება მხოლოდ ევროკავშირის და ამერიკის გაიდლაინების შესაბამისად

  • გამოკვლევები და დიაგნოსტიკა

    კლინიკაში გამოკვლევები ტარდება მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ულტრასონოგრაფიის (ექოსკოპიის) აპარატით Siemens S2000. აპარატი არის ექსპერტული კლასის, 2D, 3D, 4D ფუნქციებით, აქვს ელასტოგრაფია და CT.

    ჩვენი სპეციალისტები სპეციალურ კურსებს გადიან ამ აპარატურაზე სამუშაოდ გერმანიის კლინიკებში

    Read More »

  • ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ

    პედიატრიულ კლინიკას გაფორმებული აქვს კონტრაქტი გერმანიის, ისრაელის, თურქეთის საუკეთესო საავადმყოფოებთან და რთული პაციენტების შემთხვევაში მათთან ერთად ატარებს დისტანციურ დიაგნოსტირებას.

    ყველა ანალიზი, რაც კეთდება კლინიკაში, მარტივი ექსპრეს ტესტების გარდა, იგზავნება გერმანიაში შტუტგარტის ლაბორატორიაში.

    Read More »

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისთვის აუცილებელია ისეთი მანიპულაციები, რაც საქართველოში არ კეთდება, პაციენტი იგზავნება პარტნიორ კლინიკებში გერმანიაში, ისრაელში ან თურქეთში პაციენტის სურვილის შესაბამისად. კლინიკის ექიმები პაციენტების მკურნალობისთვის იყენებენ მხოლოდ ევროპაში წარმოებულ და სერთიფიცირებულ მედიკამენტებს.

დამატებითი ინფორმაცია ტელეფონზე: 2240303, 599557797 ან მოგვმართეთ ვაკე, ყიფშიძის 3 ბ.

Read More »